2026 წლის 29 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტამპერეს უნივერსიტეტის (ფინეთი) მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის კვლევითი დირექტორი და „მშვიდობის, მედიაციისა და კონფლიქტების კვლევის“ (PEACE) სამაგისტრო პროგრამის აკადემიური დირექტორი დოქტორი მარკო ლეჰთი და ამავე ინსტიტუტის მკვლევარი და დოქტორანტი ანუშ პეტროსიანი ეწვივნენ.
დოქტორი
მარკო ლეჰთი წლებია თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან, ხოლო 2024 წლიდან წარმატებით
ხელმძღვანელობს ევროკავშირის საერთაშორისო საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ პროექტს PeaceEdu, რომელიც მიმართულია
სასწავლო გეგმების რეფორმირებისკენ უკრაინაში,
საქართველოსა და მოლდოვაში მშვიდობისთვის განათლების ხელშეწყობის მიზნით. პროექტის განხორციელებაში
საქართველოდან ჩართულია სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა
და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“.
2026 წლის 27-30 ოქტომბერს თბილისში გაიმართა PeaceEdu-ს პროექტის საერთაშორისო კონფერენცია და კონსორციუმის შეხვედრა, რომლის ფარგლებში პროექტის ხელმძღვანელი ბენეფიციარ უნივერსიტეტს ეწვია, შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. თეა ჯუღელს, PeaceEdu-ს პროექტის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წევრებსა და სამშვიდობო სწავლების ცენტრის თანამშრომლებს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ახალი აკადემიური პროგრამების ხელშეწყობის, ტამპერეს უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი გამოცდილების გაზიარებისა და ამ კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
