სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს Türkiye Bursları-ს წარმომადგენლები ეწვივნენ

2023 წლის 29 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან არსებული თურქეთის სასტიპენდიო პროგრამების „Türkiye Bursları“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

 

სტუმრები შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს, პროფესორ დავით ჯალაღონიას, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ მარინა ტურავას, ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორ ნინო მაშიასა და „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებს: ასოცირებულ პროფესორებს – გიორგი ანთელავასა და კახა კვაშილავას.

 

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო დიპლომატიის უდიდეს მნიშვნელობას ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისათვის.

 

„Türkiye Bursları“ წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელსა და სტუდენტებს გააცნეს თურქეთის მთავრობის შემოთავაზებები სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით. თურქეთის სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლია უნივერსიტეტის სამივე საფეხურის ყველა მიმართულების სტუდენტს.

 

სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ Türkiye Bursları-ს ვებ-გვერდზე.

ფოტო გალერეა