სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.

2017 წლის 21 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ხელახალი არჩევნები გაიმართა. სსუ-ის არჩევნებზე რეგისტრირებული ექვსი კანდიდატიდან სამმა განცხადება უკან გაიტანა. ამ ეტაპზე რექტორობის კანდიდატები იყვნენ:

1.ზურაბ ხონელიძესაგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დსთ-ს ქვეყნებში, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

2.ინდირა ძაგანია-ჭოჭუაფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სსუ-ს საგარეო საქმეთა და კულტურათაშორისი ურთიერთობების სამსახურის უფროსი.

3.კახა ქეცბაიფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს, უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ამჟამად კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ ჯონი აფაქიძეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა.  

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ყველა წევრმა,  ბატონი ზურაბ ხონელიძე, 8 ხმით, ერთხმად აირჩია.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, იური პაპასკუას განცხადებით: „არჩევნები მშვიდ გარემოში, პროცედურული დარღვევების გარეშე ჩატარდა. არჩევნებს ესწრებოდა ოთხი დამკვირვებელი და მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორი“-ს წარმომადგენლები.“ პერიმეტრზე მუშაობდნენ სხვადასხვა ტელევიზიების წარმომადგენლები. 

არჩევნების შემდეგ ბატონმა ზურაბმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: -„რეფორმები იქნება ყველა მიმართულებით: სამეცნიერო, კვლევითი, ანალიტიკური, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დავიწყებთ და განვსაზღვრავთ უნივერსიტეტის მისიას, ანუ მის რეალურ ფუნქციას. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ საგანმანათლებლო სივრცეზე და სამეცნიერ საქმიანობაზე, რასაც ბუნებრივია უნივერსიტეტი ვერ გაცდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დევნილობაში მყოფი უნივერსიტეტი. არსებობენ დევნილობაში მყოფი ადამიანები, დისიდენტები, მთავრობა, ერებიც კი, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ძალიან იშვიათია, როცა დევნილობაში იმყოფება უნივერსიტეტი. ეს არის საერთო ტრაგედია. ზოგადად ხელისუფლების და განათლების სამინისტროს დამოკიდებულება არის მისასალმებელი, რომ უნივერსიტეტმა დაიბრუნოს აკადემიზიმი და მოხდეს მისი ინტეგრირება ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში.      

ბატონ ზურაბს რექტორის თანამდებობის დაკავება მიულოცა უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა და საერთო მიზნების განსახორციელებლად, უნივერსიტეტის გასაძლიერებლად ჩასატარებელ სამუშაოებში, მას ნდობა და თანადგომა გამოუცხადა.

ფოტო გალერეა