სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ,,ქართული კულტურის ცენტრს ნიდერლანდებში'' შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 მემორანდუმს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ,,ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში'' დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა თინათინ სვანიძე-ვენკომ  მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ კულტურულ და სამეცნიერო პროექტებს და ღონისძიებებს.

აღსანიშნავია რომ სსუ უნივერსიტეტსა და ნიდერლანდებში ქართულ კულტურულ ცენტრს შორის უკვე არსებობს ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება, 2018 წლის ოქტომბერში ,,ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრისორგანიზებით ჰააგასა და ამსტერდამში, აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიებადავიბრუნოთ ერთმანეთიგაიმართა, რომელშიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რექტორ ზურაბ ხონელიძის თაოსნობით მონაწილეობდა. ქალბატონ თინათინის ხელშეწყობით , პროექტის ფარგლებში ამსტერდამში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამსტერდამის „University of Applied Sciences“-ის საგანმანათლებლო -გაცნობითი შეხვედრა და პრეზენტაცია ჩატარდა.

ფოტო გალერეა