სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ()იპახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვისშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა და ()იპახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვისაფხაზეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაურმა კობა გეგიამ.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალგაზრდების, განსაკუთრებით სტუდენტების, ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების, სამოქალაქო თავდაცვისა და მოხალისეობრივი საქმიანობის მიმართულებით.

თანამშრომლობა ითვალისწინებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო აქტივობების განხორციელებას, რომლებიც დაკავშირებული იქნება სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის საფუძვლებთან, საგანგებო სიტუაციებში მოქმედებასთან, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და თვითგადარჩენის უნარებთან, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებასთან, ტოპოგრაფიასთან, სახმელეთო ნავიგაციასთან და სხვა შესაბამის თემებთან.

მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ძირითადი პროფესიული განათლების პარალელურად, ნებაყოფლობით საფუძველზე ჩაერთონ სხვადასხვა სასწავლო, პრაქტიკულ, სპორტულ-კულტურულ და პატრიოტულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაში. ასევე, გათვალისწინებულია მათი მონაწილეობა გომბორის მოსამზადებელ ცენტრში ორგანიზებულ გეგმიურ შეკრებებსა და სასწავლო აქტივობებში.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციის, შესაბამისი საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების მიმართულებით.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ რეკრუტირების სამსახურის უფროსი კობა კობახიძე, ტერიტორიული და ექსტერიტორიული სამსახურის უფროსი პაატა ნარიკაშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჯალაღონია და რექტორის მოადგილე რომეო გალდავა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარება. აღნიშნული თანამშრომლობა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ დამატებითი ცოდნა და გამოცდილება იმ მიმართულებებით, რომლებიც თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 

ფოტო გალერეა