სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსთან წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

2020 წლის 22 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მისი აღმატებულება დესისლავა ივანოვას წერილი მიიღო, რომელშიც ვკითხულობთ:

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პატივცემულო რექტორო,

 უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით. გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება თბილისში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს შორის. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ თქვენ გახსენით პირველი სალექციო კურსი ბულგარულ ენასა და ლიტერატურაში, რომელსაც უძღვება პლოვდივის უნივერსიტეტის (ბულგარეთის რესპუბლიკა) ასისტენტ-პროფესორი, ჩვენი ძვირფასი მეგობარი, ივანა კოლევა. მე ასევე მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება ბულგარული დამწერლობის დღისადმი – 24 მაისი – თქვენი მილოცვისადმი, რასაც ძალიან მაღალი შეფასება მიეცა და ფართოდ იქნა აღნიშნული როგორც ნიშანი ჩვენს სახელმწიფოებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობისა.

 პატივცემულო რექტორო, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ გამომდინარე ასისტენტ-პროფესორ ივანა კოლევას მაღალი აკადემიური უფლებამოსილებიდან, ბულგარეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოიწონა პლოვდივის უნივერსიტეტის გადაწყვეტილება მისთვის მანდატის გაგრძელებაზე მეორე წლით, 2020/2021 სასწავლო წლისათვის.

 გამომდინარე ზემოთქმულიდან, მე ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებასაც. გისურვებთ წარმატებებს თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურში და მსურს მტკიცედ დაგარწმუნოთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემაში.

 გულითადად თქვენი

დესისლავა ივანოვა“.

ფოტო გალერეა