სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის
და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებიდან მეცხრე დღის და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის
აღდგენის დღის აღსანიშნავად, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს
მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი და პანაშვიდი აღავლინა.
პარაკლისსა და პანაშვიდს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა
რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი
ილია II 17 მარტს გარდაიცვალა.
18 მარტიდან სამების საკათედრო ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი
მიმდინარეობდა, სადაც უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.
ილია II 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
