სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქაჯაიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, თეა ჯუღელმა.
მემორანდუმის მიზანია სასწავლო-სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარება, ახალგაზრდა თაობისთვის თანამედროვე სტანდარტების განათლების უზრუნველყოფა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.
თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ შემეცნებით, კულტურულ და ინტელექტუალურ ინიციატივებსა და პროექტებს.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბანაკებსა და სხვადასხვა აქტივობაში უნივერსიტეტის სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
