სიახლეები

სსუ ASEET -ის გუნდის მორიგი ტრენინგი განმავითარებელი შეფასების  პილოტირების დაწყების წინ

2019 წლის 24 და 25 სექტემბერს და 10-11 ოქტომბერს სსუ ASEET -ის გუნდმა სპეციალურად შერჩეულ აკადემიურ პერსონალთან  განმა­ვი­თარებელი შეფასების ოთხი ინსტრუმენტის პი­ლო­ტი­რების დაწყების წინ  ტრენინგები გამართა. აკადემიური პერსონალის შერჩევა მოხდა  2019 წლის 5-6 ივლისს  ჩატარებული ტრენინგების შემდეგ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმავითარებელი შეფასების ოთხი ინს­ტ­რუ­მენტის პილოტირებისთვის ASSET -ის სსუ -ს გუნდის ტრენინგებზე  25-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის ტრენერები ლია ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი და ლევან კვარა­ც­ხე­ლია,  ორი  ინსტრუმენტის პილოტირებას განახორციელებენ, შესაბამისად, ისინი თანაგუ­ნ­დე­ლთა ტრენინგებსაც ესწრებოდნენ.

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები:  ღია ციფრული სამკერდე ნიშნები,  რე­ფ­ლექსიური დღიური,  რბილი უნარები და  კრიტიკული მეგობარი  განხორციელდება ძირითადად, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის რამდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან (მასწავლებლის განათლების (დაწყებითი საფეხური) საბაკალავრო პროგრამა,  დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პრიგრამა,  ინკლუზიური განათლების საბაკალავრო პროგ­რა­მა, განათ­ლე­ბის მეცნიერებებების სამაგისტრო პროგრამა და განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა) პილოტირება ასევე განხორციელდება ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა); ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ისტორიისა და თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები) დ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკუ­ლ­ტე­ტზე (მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა); სულ განმავითარებელი შეფასების ოთხ  ინსტრუმენტს 21-მდე ადამიანი განახორციელებს.

ფოტო გალერეა