სიახლეები

სსუ-ში თურქმენეთის მოქალაქემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა

2021 წლის 30 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგა თურქმენეთის მოქალაქის, დოქტორანტ გრიგორი გურბანოვის დისერტაციის დაცვა თემაზე: „ინოვაციური კომპანიების დაფინანსების სისტემის განვითარება საქართველოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში“.

 

დისერტანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ხარებავა.

 

სადისერტაციო საბჭომ ექსპერტებად წარადგინა ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბადრი გიორგიძე და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ვორლდ ვიჟენი“-ს ფინანსების სპეციალისტი რუსუდან ჭითავა.

 

სადისერტაციო ნაშრომის შესახებ ოფიციალური რეცენზიები წარმოადგინეს ეკონომიკის აკადემიური დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კობა ბასილიამ და ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო სამჭკუაშვილმა.

 

სადისერტაციო საბჭოს წევრებმა დისერტანტს კითხვებით მიმართეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. საბოლოოდ, გრ. გურბანოვს ერთხმად ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 

სსუ-ში ისტორიაში ეს არის პირველი დისერტაცია, რომელიც ინგლისურ ენაზე იქნა წარმოდგენილი და უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაიცვა. 

 

 

ფოტო გალერეა