სიახლეები

სსუ-ში მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის აუდიტორიას რონდა სოფერის სახელი მიენიჭება

2017  წლის 28 ივლისს, 13:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების ფა­­კულ­ტე­ტ­ზე (თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N61,  V სართული) გაიმართება ევრო­კა­ვ­ში­რის პრო­გ­რამის Tempus 5th Call -ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - DOIT-ის კო­ო­­რ­დი­ნა­ტო­რის, ანთროპოლოგიისა და მულტიკულტურალიზმის ცნობილი მკვლევ­რის, სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სიტეტის სა­პა­ტიო დოქტორის პროფ. რონდა სო­ფე­რის აუდიტორიის საზეიმო გახსნა. აუდიტორიის გახსნა ემსახურება საერთაშორისო პროექტის DOIT-ის მდგ­რა­დო­ბისა  და კულტურის კვლევების განვითარებას, შესაბამისად ის განთავსდა სსუ მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრში.

საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პარტ­ნიო­რე­ბი  DOIT-ის პროექტში: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე პარტნიორები ისრაელის უმაღლესი სასწავლებლებიდან.

ფოტო გალერეა