სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ახალი გეგმების განხილვა

2024 წლის 7 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე შეხვდა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს.

უნივერსიტეტის მისიის ფარგლებში, რექტორმა განიხილა ახალი შესაძლებლობები, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ჩვენი უმაღლესი სკოლის ავტორიტეტის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს.

უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კონცეფციას და გამოთქვა მზაობა ახალი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის, მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი, პროფესორი მინდია ოკუჯავა, რომელმაც, სამინისტროს სახელით, გამოთქვა მზაობა ღონისძიებაზე განხილული საკითხების მხარდასაჭერად.

რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, მადლობა გადაუხადა სტუდენტებსა და თანამშრომლებს დისკუსიაში აქტიური ჩართულობისთვის.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ბატონ მინდია ოკუჯავას სამინისტროს სახელით მხარდაჭერისთვის. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახლადდანიშნულ მინისტრ, ბატონ ალექსანდრე წულაძეს კი მიულოცა თანამდებობის დაკავება და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

ფოტო გალერეა