სიახლეები

სსუ-ს მოხალისე სტუდენტები

კორონა ვირუსით SARS-CoV 2-თ დაინფიცერებისას გამოწვეული დაავადება COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებებში, საქართველოს მთავრობის რეკომებდაციების შესაბამისად, სხვადასხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებია ჩართული. ერთ-ერთი მათგანია პლატფორმა „მოხალისე StopCovid-19“, რომელიც მიმდინარე წლის 17 მარტს შეიქმნა. მოხალისეები თბილისის მერიის სერვისების (თბილისის მერიის უფასო სასადილოების სერვისის მიწოდება; მოხუცებზე ზრუნვა და ა.შ.) მიწოდებაში მონაწილეობენ. 


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მოხალისეები რეგისტრირდებიან დისტანციურ ტრენინგებზე. მომზადების გავლის შემდეგ, მათ გადაეცემათ მოხალისის ოფიციალური ბეიჯები და შესაბამისი აღჭურვილობა.


„მოხალისე StopCOVID-19“-ს რამდენიმე ათასამდე მოხალისე და ათობით ორგანიზაცია შეუერთდა. მათ შორისაა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ „მოხალისე StopCOVID-19“-ს მუშაობაში.


ამ ეტაპზე „მოხალისეებს“ შეუერთდნენ ელიზაბეთ ამოევა (ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი); ლაშა გამისონია, კოტე ქვირია, დათო აფრიამაშვილი, სანდრო გეფერიძე, კახა კაშია, ხათუნა შონია (სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი).


გავითვალისწინოთ საქართველოს მთავრობისა და მედიკოსების რეკომენდაციები და ჩვენ ერთობლივად დავამარცხებთ კოვიდ-19-ს!


#დარჩისახლში


#ჩვენიმოხალისეები

#StopCOVID19


ფოტო გალერეა