სიახლეები

სსუ-ს პროფესორების სტუმრობა ქ. რუსთავის N23-ე საჯარო სკოლაში

2022 წლის 1 ნოემბერს ქ. რუსთავის N23-ე საჯარო სკოლის ოფიციალური მიწვევით, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

სტუმრობა სკოლისათვის მნიშვნელოვან დღეს შედგა: სასწავლებელში საზეიმოდ გაიხსნა ვაჟა-ფშაველას ბარელიეფი.

შეხვედრა სკოლის მოსწავლეების ქართული ტრადიციული ცეკვების თანხლებით დაიწყო.

ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „მშვიდობა ბავშვებს“, რომელსაც უძღვებოდა სკოლის დამსახურებული პედაგოგი ნანა გოგიტაური.

სტუმრების წინაშე გულთბილი სიტყვებით წარსდგა სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშვილი, ლუკა რაზიკაშვილის გვარის წარმომადგენლები, პოეტი ტარიელ ხარხელაური, აგრეთვე სოფელ ჩარგლის სკოლის პედაგოგები.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან პროფესორები: ირმა დიხამინჯია, დავით ზაქარაია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდან პროფესორი ნესტან კეკელია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან პროფესორი ნინო მაშია, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან პროფესორი თამარ შინჯიაშვილი. სსუ-ს წარმომადგენლებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გააცნეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, მოქმედი სასწავლო პროგრამები და საუნივერსიტეტო ცხოვრება. სკოლის უფროსკლასელებს მოუწოდეს უმაღლესი განათლების მისაღებად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩიონ, სადაც მათ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები და მეგობრული გარემო დახვდებათ.

ღონისძიების დასასრულს დაიგეგმა სამომავლო პროექტები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსთავის #23-ე საჯარო სკოლას შორის. 

ფოტო გალერეა