თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს პროგრამას „წარმატებული
სტუდენტების წახალისება“, რომლის მიზანია წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიის დანიშვნა.
სტიპენდია ეძლევა იმ სტუდენტს, რომელიც მინიმუმ ბოლო
3 თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
არის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; სემესტრის განმავლობაში გავლილ
ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (კატეგორია – ფრიადი) და აქვს აქტიური
სტუდენტის სტატუსი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტები, წლებია,
მუდმივად ჯილდოვდებიან აღნიშნული სტიპენდიით, რაც უტყარი დადასტურებაა როგორც ჩვენს
უნივერსიტეტში მიღებული განათლების მაღალი ხარისხისა, ასევე – სტუდენტთა აკადემიური
წარმატებებისა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა
ზურაბ ხონელიძემ 2021 წის 30 სექტემბერს უმასპინძლა თბილისის მერიის წლევანდელ სტიპენდიანტებს,
მიულოცა მათ წარმატება და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადასცა.
წელს თბილისის მერიის სტიპენდიანტები გახდნენ: მარიამ
გერგედავა, მარიამ თურმანიძე, ალდა ნაჭყებია, ნინო ხოტენაშვილი, სოფო მიქაბერიძე, ნინო
მაჭარაშვილი, კონსტანტინე გერლიანი, ანა მიხანაშვილი, ნანა აბულაძე, თინათინ ესებუა,
ირაკლი დიდებულიძე, იოსებ გიოშვილი და ელენე მაღლაფერიძე.
ვულოცავთ ჩვენს მაგისტრანტებს ამ წარმატებებს!