სიახლეები

სსუ საარჩევნო კომისიის განცხადება

შეგახსენებთ, რომ სსუ რექტორის 26.02.2021 წ. -15/01-13-04 ბრძანებით უნივერსიტეტის სამ ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები უნდა ჩატარდეს.

 

კანდიდატებად რეგისტრირებული არიან:

1.     ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან: დევი შონია;

2.     ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან: ვახანია ნინო;

3.     საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის,

ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდან: გულუა ნანა, ალფენიძე მელორ.

 

არჩევნების განრიგი:

1.       15 მარტი, 2021 წ. – ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

2.       16 მარტი, 2021 წ. – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

3.       17 მარტი, 2021 წ. – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი.

 

ხმისმიცემის პროცედურები ჩატარდება ადმინისტრაციული კორპუსის (პოლიტკოვსკაია ქ. №61) პირველ სართულზე ოთახი №1 (თავისუფალი სივრცე) 10-დან 17 საათამდე.

 

ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში და დააფიქსიროთ თქვენი ნება.

ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

ფოტო გალერეა