სიახლეები

სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის ვადების გაგრძელების შესახებ

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით №05/01-287 (სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომა/გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების დამტკიცების შესახებ“)  შევიდა ცვლილებააკადემიური საბჭოს 2025 წლის 18 ივნისის №05/01-278 დადგენილებაში და 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში   სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყების ვადად განისაზღვრა 22 სექტემბერი.

შესაბამისად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველთა განაცხადებების მიღების ვადა გაგრძელდა 18 სექტემბრამდე; სტუდენტთა აღდგენის/შიდა მობილობით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არა უგვიანეს 19 სექტემბრისა

ფოტო გალერეა