სიახლეები

სტუდენტთა ეროვნული კონფერენცია  ჟამთააღმწერელი 2025

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლიდან ყოველწლიურად ატარებს ბაკა­ლა­ვ­რია­ტის და მაგისტრატურის სტუდე­ნ­ტ­თა ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას - „ჟამთააღმწე­რე­ლი“, რომლის მუ­შა­­ო­ბა­ში  სოხუმის სახე­ლ­მ­წიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვა­დასხვა უნივე­რ­სი­ტეტის სტუდენტები  მო­ნა­წილეობენ.

მიმდინარე წელს კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის 6 ივნისს;

კონფერენციის სამუშაო ადგილი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

კონფერენციის გახსნა: 6 ივნისი, 11 საათი, პოლიტკოვსკაიას ქ. N61, VII სართული, სააქტო დარბაზი;

სექციური მუშაობა: პოლიტკოვსკაიას ქ. N61, V სართული, 504, 505, 506, 507, 508 აუდიტორიები;

 

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია: ისტორია, კულტურის ისტორია, ხელოვნე­ბა­თ­მ­ცო­დ­ნეობა, ეთნო­ლო­გია, არ­ქე­ო­ლოგია, ფილოლოგიური კვლევები, საერთაშორისო ურთიერ­თო­ბები, პოლიტიკური მეცნიერებები, ძველი ქართული სამართლის ისტორია, თანამედროვე სამართალი, განათლება, განა­თ­ლე­ბის ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სოციო­ლო­გიური კვლევები, მეცნიერების ისტორია;

 

მნიშვნელოვანი თარიღები: რეგისტრაცია და თეზისების გამოგზავნა (სამეცნიერო ხელმძღვა­ნე­ლ­თან შეთანხმებული, სახელი და გვარის, რეგალიების მითითებით) – 30 მაისის ჩათვლით;

მიღებული თეზისების რეცენზირება და კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება – 2 ივნისი;

თეზისების ფორმა:  A 4 ფორმატის ერთ გვერდზე  მოკლედ უნდა იყოს ასახული საკვლევი თემის აქტუა­ლო­ბა, კვლე­ვის მიზანი, ჰიპოთეზა,  კვლევის მე­თო­დები, კვლევის სიახლეები და შედეგები.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: 
scientific@sou.edu.ge 
liaahaladze@sou.edu.ge

ტელეფონი: (+995) 577 17 07 23;  (+995) 577 96 38 56;

 

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი

ფოტო გალერეა