სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე
წელს ტრადიციულად უმასპინძლა სტუდენტთა
ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას „ჟამთააღმწერელი - 2025“, რომელიც
მეათედ გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ.
ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული
უნივერსიტეტის, შოთა
მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა
ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტები.
ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნის შემდეგ კონფერენცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფ. ლია ახალაძემ. ახალგაზრდა მკვლევრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ზურაბ ხონელიძე, რომელმაც სამეცნიერო კონფერენციების მნიშვნელობასა და როლზე, ქვეყნის სამომავლო განვითარებაში სტუდენტების სამეცნიერო კვლევითი ინტერესების გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა. ახალგაზრდებს ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა, სსუ მუდმივმა პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა თამარ ქორიძემ და ლალი ფირცხალავამ, სსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პროფ. დავით ჯალაღონიამ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფ. მარინა ტურავამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფ. თამარ შინჯიაშვილმა და სხვებმა.
დიდი ინტერესი გამოიწვია აფხაზი მხატვრის ალექსანდრე შერვაშიძის ფოტოალბომმა, რომლის პრეზენტაცია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ნონა ქარაიამ წარმოადგინა.
კონფერენციაზე მუშაობდა შვიდი სესია რომელზეც წარმოდგენილი მოხსენებების თეზისები სამეცნიერო ხელმძღვანელთა შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ, უნივერსიტეტის საიტზე განთავსდება.