სიახლეები

სტუდენტთა ონლაინ-სამეცნიერო კონფერენცია – „აკაკი წერეთელი – 180“

2021 წლის 22 იანვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა სტუდენტთა მორიგი სამეცნიერო კონფერენცია „აკაკი წერეთელი – 180“. ღონისძიება ზუმ-პლატფორმის მეშვეობით გაიმართა და მიეძღვნა აკაკი წერეთლის იუბილეს. სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები. მოხსენებათა თემატიკა მოიცავდა დიდი მგოსნის შემოქმედების ლინგვისტურ ანალიზს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ანა კირვალიძე „ძახილისა და ბრძანებითი წინადადება აკაკის პოემებში“; ბარბარე მარგალიტაძე „კითხვითი წინადადების ფუნქცია აკაკის ლირიკაში“; ანა ტენტერაშვილი „შედარებები აკაკი წერეთლის შემოქმედებაში“; ლიკა უფლისაშვილი „ზმნები აკაკის შემოქმედებაში“; ქრისტინე ცერცვაძე „აკაკი და ქართული ენა“.

ღონისძიების ორგანიზატორი და საკონფერენციო თემების ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი გვანცა გვანცელაძე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ მაღალი შეფასება მისცა მოხსენებებს, გამოთქვა საჭირო და ძალზე საყურადღებო რჩევები და მითითებები. როგორც მან აღნიშნა, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუდმივად უჭერს მხარს სტუდენტთა სურვილს, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა მასშტაბის სამეცნიერო ფორუმებში. დეკანმა გამოთქვა სურილი, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს. აქვე დაიგეგმა, ტრადიციულად სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის სახით აღინიშნოს 14 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ენის დღე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ფოტო გალერეა