სიახლეები

სტუდენტებისადმი რექტორ ზურაბ ხონელიძის ვიდეომიმართვა

კოვიდ-19-თ გამოწვეულმა პანდემიამ ძირეულად შეცვალა ცხოვრების ჩვეულებრივი წესი. ცვლილებები სასწავლო პროცესსაც შეეხო. სააუდიტორიო ურთიერთობების ნაცვლად, სწავლება დისტანციურად, ონლაინ, მიმდინარეობდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ამ პროცესს ღირსეულად აუწყვეს ფეხი და 2019-2020 წლების სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიც წარმატებით დაასრულეს.
სამწუხაროდ, აღნიშნული მიზეზის გამო, ვერ მოხერხდა კურსდამთავრებულთა გაცილების ზეიმის მოწყობაც. 
სწორედ ამ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული სტუდენტებისადმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ვიდეომიმართვაში.


ფოტო გალერეა