სიახლეები

სტუდენტური თვითმმართველობის სიახლეები

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული გარკვეული სირთულეებისა საზოგადოებრივ და საუნივერსიტეტო-სტუდენტურ ცხოვრებაში, სამუშაო პროცესები არ შეჩერებულა და ის, მეტ-ნაკლები, აქტიურობით გრძელდება. მალე ახალი სასწავლო წელიც დაიწყება, რომელიც ახალ საინტერესო სიახლეებს გვპირდება უნივერსიტეტში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაშიც სიახლეა: პირადი განცხადების საფუძველზე, პრეზიდენტი თემო ჭარელი გადადგა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის თანამდებობიდან.

სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის  სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად, ამ ვითარებაში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ეკისრება ვიცე-პრეზიდენტ ქრისტინე ზაქარაშვილს (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი).

გაწეული ერთგული და უანგარო სამსახურისთვის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის თემო ჭარელს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

ქრისტინე ზაქარაშვილს წარმატებულ მოღვაწეობას ვუსურვებთ სსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის პოზიციაზე.

ფოტო გალერეა