სიახლეები

სტუდენტური კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

2023 წლის 13 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – ტრავმული მეხსიერება /უცხოურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში, პოლიტიკურ და ისტორიულ მეცნიერებებში /კოლონიური, პოსტკოლონიური ტრავმა, ტოტალიტარიზმის კონტექსტი, ჰოლოკოსტი (ანტისემიტიზმი).../ .

სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი მოხსენებები ტრავმულ მეხსიერებასთან დაკავშირებით. კონფერენციას უძღვებოდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა, სხდომას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები.

კონფერენციას წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები:

·   ლედი ანთიძე – ტოტალიტარიზმის დისკურსი ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში (გრიგოლ რობაქიძის ჩაკლული სული“, ჯორჯ ორუელის „1984), სადოქტორო პროგრამა – თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, I კურსი, ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა;

·     მონიკა გაბელია – ომის ტრავმა თეონა დოლენჯაშვილის, ეკატერინე ტოგონიძის, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს მხატვრულ ტექსტებში, სადოქტორო პროგრამა – თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, I კურსი, ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი;

·   ეკატერინე გელაშვილი – ტრავმის უხეში ძალა (ეკატერინე ტოგონიძის რომანის შენ შინ და ვირჯინია ვულფის მისის დოლოვეის მიხედვით), სადოქტორო პროგრამა – თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, I კურსი, ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი;

·       საბა ჟღენტი – 1924 წლის აჯანყების რეფლექსია ოთარ ჩხეიძის ბორიაყის“ მიხედვით; საბაკალავრო პროგრამა ქართული ფილოლოგია, IV კურსი, ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა;

·   მარიამ ბელქანია – დიმიტრი ყიფიანის ტრავმული გამოცდილება (პირადი წერილების მიხედვით), საბაკალავრო პროგრამა ქართული ფილოლოგია, III კურსი, ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნანა არახამია;

·  ელენე ჯალიაშვილი – ჰოლოკოსტისა და პოსტკოლონიური ტრავმის კვალი არქეოლოგიაში, საბაკალავრო პროგრამა არქეოლოგია, ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი გიორგი ნიორაძე;

·   ლიკა ხურცილავა – ტოტალიტარიზმის დისკურსი ჯორჯ ორუელის ცხოველთა ფერმის“ მიხედვით, საბაკალავრო პროგრამა ინგლისური ფილოლოგია, II კურსი, ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი დიანა მიქელაძე;

·    ლიზი გუჯაბიძე – საყოველთაო კონტროლის მექანიზმი ჯორჯ ორუელის „1984 ის მიხედვით, საბაკალავრო პროგრამა ინგლისური ფილოლოგია, II კურსი, ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი დიანა მიქელაძე.

არაერთ მოხსენებას ცოცხალი განხილვა, კითხვები და დისკუსია მოჰყვა, კონფერენციამ საინტერესოდ ჩაიარა. მისი მონაწილეები მოგვიანებით შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ. დაიგეგმა საგაზაფხულო კონფერენციაც, სადაც უფრო მეტი სტუდენტი შეძლებს საკუთარი ნააზრევის წარმოჩენასა და ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლას, გამოცდილების შეძენას.

 

ანი აბრამიშვილი

საბაკალავრო პროგრამა „ქართული ფილოლოგია“, III კურსი

ფოტო გალერეა