სიახლეები

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე

2025 წლის 3 ივნისს გაიმართა სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამართლის პოლიტიკის აქტუალური საკითხები“. ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ სამართლისა დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხვია გვარამია, იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი ლალი გაბისონია, კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გიმზერ ალანია და დეკანის მოადგილე ოთარ დავითაია.

პროფესორმა ვ. გვარამიამ ისაუბრა სამართლის დარგებში მიმდინარე სამართლის აქტუალური საკითხებზე და ხაზი გაუსვა სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის ამაღლების აუცილებლობას, რასაც ემსახურება კონფერენცია. პროფესორმა ლ. გაბისონიამ მადლობა გადაუხადა დეკანს კონფერენციის ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ ფაკულტეტზე ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციები ხშირად ტარდება, რაც მნიშვნელოვანია სტუდენტთა პროფესიული განვითარებისთვის, ასევე ზრდის ფაკულტეტის ცნობადობას და აფართოებს სტუდენტთა თვალსაწიერს. ასოცირებულმა პროფესორმა გ. ალანიამ ყურადღება გაამახვილა კონფერენციის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა მომხსენებლებს. ბატონმა ო. დავითაიამ აღნიშნა, რომ საინტერესო მოხსენებებია წარმოდგენილი, მიესალმა ფაქტს, რომ პროგრამაში მოცემული რეზიუმეები გამოქვეყნდება.

საერთო ჯამში, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხულ იქნა 24 მოხსენება.

3 ივნისს მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სამართლის სექციამ (ხელმძღვანელები: პროფესორი ვეფხვია გვარამია და მაგისტრანტი ლიკა ჩიმჩიური). წარმოდგენილი იქნა მოხსენებები საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის სადავო საკითხებზე.

კონფერენციის მუშობა გაგრძელდა სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების, საჯარო სამართლის სექციაზე (ხელმძღვანელი: პროფესორი ლალი გაბისონია და ასისტენტი ლაშა გელანტია). მოხსენებები დაეთმო სამართლის ისტორიის, თეორიის, საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებს.

4 ივნისს მუშაობა დაიწყო სამოქალაქო სამართლი და სამოქალაქო სამართლის პროცესის სექციამ (ხელმძღვანელებ: პროფესორი ასმათ გუგავა და სტუდენტი ანა ყაბანაშვილი). სტუდენტებმა ისაუბრეს კერძო და საპროცესო სამართლის სფეროში არსებული აქტუალურ თემებზე.

მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა სისხლის სამართალისა და სისხლის სამართლის პროცესის სექცია (ხელმძღვანელებ: პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე და სტუდენტი მარიამ ზარქუა). თეორიულ მასალასთან ერთად, წარმოდგენილ იქნა სასამართლო პრაქტიკის მასალები. თითოეული სექციის მუშაობის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებსა და მათ ხელმძღვანელებს საკონფერენციო თემების მომზადებისთვის.

ფოტო გალერეა