სიახლეები

ვებინარი „ონლაინ-სწავლების გამოწვევები და შესაძლებლობები COVID-19 პანდემიის პერიოდში“

2020 წლის 17 დეკემბერს, სსუ- ბიზნესისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის მოწვევით, ლოძის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ეკონომიკისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა თომაშ სოსნოვსკიმ ჩაატარა ვებინარი თემაზეონლაინ-სწავლების გამოწვევები და შესაძლებლობები COVID-19 პანდემიის პერიოდში“.

პროფესორმა თ. სოსნოვსკიმ მიმოიხილა პანდემიით შექმნილი გარემოსადმია ლოძის უნივერსიტეტის ადაპტაციის პროცესი და ვებინარზე წარმოადგინა შემდეგი თემატიკა: ლოძის უნივერსიტეტის ონლაინ სწავლაზე გადასვლის პროცესი, ონლაინ სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები, სასწავლო მასალის და სალექციო გეგმის მორგება ახალ გარემოში, ონლაინ საკლასო ოთახებში სტუდენტების ჩართულობის გაუმჯობესების ახალი ინსტრუმენტები და მეთოდები, ტექნოლოგიების უპირატესობების გამოყენება ონლაინ-სწავლების პროცესში, სტუდენტების აქტიურობის და გამოცდის შეფასების ინსტრუმენტები.

ვებინარში მონაწილეობდა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ფაკულტეტის დოქტორანტები, მაგისტრები, გაცვლით პროგრამაში მონაწილე ბაკალავრები, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი და სხვა დაინტერესებული პირები. პროფესორ თ. სოსნოვკის მოხსენებამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია და მას აქტუალური კითხვებით მიმართეს.

 

ფოტო გალერეა