2025
წლის 29 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა
უმასპინძლა კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფს მედიაწიგნიერებაში.
კომკომის
წარომადგენელი მარიამ გუგულაშვილი სტუდენტებს ესაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
რა
არის მედიაწიგნიერება და რატომ არის ის საჭირო დღევანდელი ინფორმაციული ქაოსის პირობებში?
დეზინფორმაციის
და მიზინფორმაციის არსი, მნიშვნელობა და მახასიათებლები;
დეზინფორმაციის
შექმნის, გავრცელების მიზნები და ეტაპები;
დეზინფორმაციის
და მანიპულაციური კომუნიკაციის ტექნიკები;
პროპაგანდის
და კონსპირაციული თეორიების არსი, მნიშვნელობა და მახასიათებლები;
ხელოვნური
ინტელექტი და “Deep Fake” ყალბი ინფორმაციის შექმნისა და გავრცელების კონტექსტში;
ინფორმაციის
გადამოწმების საკვანძო ეტაპები.
ვორქშოფის
მსვლელობისას სტუდენტებმა მიღებული ცოდნის განმამტკიცებელი დავალება წარმატებით შეასრულეს.
ვორქშოფს
ესწრებოდნენ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ
შინჯიაშვილი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალის
წარმომადგენლები.