სიახლეები

ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

    მიმდინარე წელს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ ზვიად გამსახურდიას საიუბილეო დღე­ე­ბი­სადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიგეგმა. 2024 წლის 8 აპრილს უნივერსიტეტში  ზვიად გამსახურდიას სა­ხე­­ლო­ბის და­­რბაზი და ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ერო­ვ­ნული სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც უნივერსიტეტის რექ­ტო­რი, პროფ. ზურაბ ხონელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე და როსტომ ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექ­ტო­რი კონსტა­ნ­ტი­ნე გამსა­ხუ­რ­დია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია  და სამეცნიერო - აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, სოხუმის სახე­ლ­მწიფო უნივერ­სი­ტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების წარმომა­დ­გ­ე­ნლები ესწრებოდნენ.

        კონფერენცია ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, მუშაობდა ოთხი სესია: ისტორიისა და ეთნოლოგიის, ქართული ენა და ლიტერატურის, საერთაშორისო ურთიერთობების, განათ­ლე­ბი­სა   და სოციოლოგიის. ორი დღის მანძილზე 35 - მდე მომხსენებლმა წაიკითხა. საგულისხმოა, რომ მომხსენებლთა  ნაწილმა კვლევები ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური და საზოგა­დო­ე­ბ­რივი მოღვაწეობის, სამეცნიერო  და  შემოქმედებითი საქმიანობის  კვლევას მიუძღვნა. მოხ­სე­ნებებს შორის იყო ისეთი თემები როგორიცაა „ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკა აფხაზეთში“, „ზვიად გამსახურდიას ლიტერატურული აბრისი“, „ზვიად გამსახურდია, აფხაზეთი და ჩრდილოეთ კავკასია“, „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინაპრები“, „იდენტობის რეპრეზენტაცია 1980-იანი წლების მიწურულს დამოუკიდებ-ლო­ბი­ს­თ­ვის ბრძოლის გზაზე - თვითგამოხატვის ფორმები/სიმბოლოები - თვითრეფლექსიის მეთოდის მიხედვით“, „ზვიად გამსახურდია და ახალგაზრდობა“, „რეგიონული ერთობა, რეგიონული ნაციონალიზმი - „კავკასიური სახლის“  მოდელი“, ქართველი მწერლების პენ-ცენტრი და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება“, „ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და ეროვნული ვალუტის შემოღების საკითხი“, „ზვიად გამსახურდია იოანე ზოსიმეს „ქებაჲს“ შესახებ“, „ზვიად გამსახურდიას ერთი თარგმანის გამო“, „ზვიად გამსახურდია, როგორც კრიტიკოსი (როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანის მიხედვით)“, „ირლანდიულ-ამე­რი­კუ­ლი ობერტონი ზვიად გამსახურდიას ესეისტიკაში“, „საერთაშორისო ვითარება XX  საუკუნის 90-იანი წლების დასა­წ­ყი­სში და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“, „ზვიად გამსახურდიას საგარეო პო­ლი­ტიკის გააზრებისთვის“, „ერის მშენებლობის იდეები პოსტსაბჭოთა საქართველოში“, „ზვიად გამ­სახურდიასა და ჯოხარ დუდაევის პოლიტიკის შეფასების საკით-ხისათვის“,  „პუტჩისტები და ზვიად გამსახურდიას პოზიცია - გვარდიელის მოგონებები“,   „9 აპრილისა და 26 მაისის ურთიერ­თ­მიმართების საკითხისათვის“, „აშშ და ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა“, „დე­მო­გ­რა­ფიული და მიგრაციული პროცესების შედარებითი ანალიზი  XX საუკუნის 80-იანი წლების მიწუ­რუ­ლი - XXI საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისი)“, „პედაგოგიური პარადიგმები ზვიად გამ­სა­ხურდიას შემოქმედებაში“, „ისტორიზმის პრინციპები ზვიად გამსახურდიას შემოქმედებაში“ და ა. შ.   

კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ, სექციის ხელმძღვა­ნე­ლე­ბმა და კონფერენციის მუშაობაში ჩართული უნივერსიტეტების წარმომა­დ­გენლებმა.  ქართულ ენაზე გამოქვეყნდა კონფერენციის გზამკვლევი, კონფერენციის მონა­წი­ლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო მოხსენებათა მოკლე შინაარსები აიტვირთება DOI-ის ცი­ფრული იდენტიფიკატორის სისტემაში, ხოლო შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება უნი­ვე­რსიტეტის „შრომებში“. 

ფოტო გალერეა