სიახლეები

„აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი“ –  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა

2022 წ. 8-9 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით უკვე მეორედ გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, სოციალური მე­ც­ნი­ერებანი, კულტურის ძეგლები“. კონფერენცია მიეძღვნა აკადემიკოს მარიამ ლორ­თ­ქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. კონფერეციის თანაორგანიზატორები იყვნენ  კორნელი კე­კე­ლიძის საქარ­თ­ვე­ლოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და საერთა­შო­რი­სო საგაზაფხულო სკოლა - აფხაზეთი. საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში საქარ­თ­ვე­ლოს, სე­რ­ბეთის და  უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვლე­ვი­თი ცე­ნ­ტ­რები მუ­შაობდნენ.

ფორუმი თავიდან  დაანონსდა როგორც ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, მაგ­რამ აფხა­ზე­თის თემატიკა და აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის საქ­მი­ა­ნობისადმი ინტერესმა გააფართოვა მეცნიერთა ჩართულობის არეალი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა რვა ქვეყნის 17 სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუცია: საქართველოდან - სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  კავკასიის უნივე­რ­სი­ტეტი,  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო  და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სა­მინისტრო, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი,  სე­რ­ბე­თიდან - ბე­ლ­გ­რა­დის საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტი, უკრაი­ნი­დან - კიევის ტარას შე­ვჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი და მ.პ. დრაგომანოვის სახელობის ეროვნული პე­და­გო­გიური უნივერსიტეტი, თურქეთიდან - რეჯებ თაიპ ერდოღანის უნი­ვე­რ­სი­ტეტი,  აზე­რ­ბა­ი­ჯა­ნიდან - აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუ­ტი, კავკა­სიის ის­ტო­რიის ცენტრის იუნესკოს კათედრა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის კვლევის ინსტიტუტი, უზბეკეთიდან - ტაშკენტის  სასოფლო - სამეურნეო  მე­ქა­ნიზაციის ინსტიტუტის „ჰუმანიტარული მეცნიერებების“  ეროვნული კვლევითი უნივერსი­ტე­ტი (TIIMSKh),  მო­ლ­დო­ვის რესპუბლიკიდან  - ეფექტური პოლიტიკის ინსტიტუტი, ისრაელიდან - საერთაშორისო მოძრაობა „Bead Artseinu“.

8 დეკემბერს,  კონფერენცა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხო­ნე­ლი­ძემ, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლზე, მის პიროვნებასა და დამოკიდებულებაზე ქვეყნის პრობლემატიკისადმი, ხაზ­გა­ს­მით აღინიშნა, მარიამ ლორთქიფანიძის დამსახურება აფხაზეთის, სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტისა და დე­ვ­ნილი მეცნიერების წინაშე. კონფერენცის მონაწილეებს მიესალმნენ: აფხაზეთის ა./რ. უმა­ღ­ლე­სი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ად­მი­ნი­სტრაციის უფროსი ნინო თოფურიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტუ­რა­თა­შო­რისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ინდირა ძაგანია, სამეცნიერო კვლე­ვე­ბისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის ხელმძღვანელი ლია ახალაძე, მარიამ ლო­რ­თ­ქიფანიძის მოწაფეები და კოლეგები.

მთავარი  პლენარული  სესია მიეძღვნა მარიამ ლორთქიფანიძის სამეცნიერო და საზო­გა­­­დოებრივ მოღვაწეობას, მის დამოკიდებულებას აფხაზეთისა და აფხაზი ხალხისადმი, აფ­ხა­ზე­თის კულტურულ ფასეულობებსა და მათი დაცვის გამოწვევებს.

ფორუმის პირველ დღეს მუშაობდა ხუთი სექცია: „ქართული და აფხაზური ფი­ლო­ლო­გია“ (მოდერატორები: მაია მირესაშვილი, მირანდა თოდუა, მარინა ტურავა),  „ენა და კულ­ტუ­რა­თა­შორისი კომუნიკაციები“ (მოდერატორები: მერაბ ნაჭყებია, ნინო მაშია, ლევან ჯინ­ჯი­ხა­ძე), „ის­ტო­რია და ეთნოლოგია“ (მოდერატორები: ზურაბ პაპასქირი, თეა ქართველიშვილი, კა­ხა კვაშილავა), „პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები“ (მოდერატორები: ომარ არდა­შე­ლია, გურამ მარხულია, ლევან ჯიქია), სამართლისა და განათლების მეცნიერებათა სექცია (მოდერატორები: ლალი გაბისონია, თამარ შინჯიაშვილი, ლევან კვარაცხელია).

8 დეკემბერს კონფერენციის მუშაობაში ონლაინ მონაწილეობდა ორი მომხსენებელი  სერბეთიდან და თურქეთიდან, ხოლო 9 დეკემბერს კონფერენციის მომხსენებლები  Zoom-ის პლა­ტფორმაზე ჩაერთნენ   ისტორიის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექ­ციის (მოდერატორები: ირინა გოგონაია, ომარ არდაშელია, გურამ მარხულია) მუშაობაში.  სამეცნიერო დისკუსიაში ქართველ მეცნიერებთან ერთად  მონაწილეობდნენ უცხოელი მკვ­ლე­ვრები აზე­რ­ბაიჯანიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, მო­ლ­დო­ვადან და  ისრაელიდან. ორივე დღის კონფერენციის მუშაობა შეჯამდა სექციის ხელმ­ძ­ღ­ვა­ნელებისა და სამეცნიერო საბჭოს მიერ.

უაღრესად ფართო იყო კონფერენციის მონაწილეთა მიერ წაკითხული  მოხსენებების თე­მა­ტიკა, განხილული იქნა აფხაზური და ქართული ენების, ლიტერატურის, ისტორიის, ეთ­ნო­ლო­გიის, განათლების. სამართლისა და სოციალური მეცნიერებების  სხვადასახვა აქ­ტუ­ა-ლური საკითხები. კონფე­რე­ნ­ციის ფარგლებში გამოქვეყნდა და დაიბეჭდა პროგრამა, შეიქმნა ელექ­ტ­რო­ნული ბანერი და მომხსენებელთა  სე­რ­ტიფიკატები. პროგრამა და თეზისები აი­ტ­ვი­რ­თა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ტრადიციულად გამოქვეყნდება მოხსენებათა კრებული, რომელიც განთავსდება  ციფრული იდენტიფიკატორი DOI-ს საერთაშორისო სისტემაში.  

აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ არაერთი აქტუალური საკითხი დასვა და შემოიტანა სადისკუსიოდ, ხელი შეუ­წ­ყო უნივერ­სი­ტე­ტის ჩართუ­ლო­ბას საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში, გააფართოვა სამე­ც­­ნი­ე­რო დია­ლო­გი სხვა­დასხვა კვლევით  ინსტიტიტუციებსა და მეცნიერებს შორის. და რაც მთა­ვარია, ეს იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოხატული მადლიერება გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწისადმი.  

 

 

ლია ახალაძე

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი 

ფოტო გალერეა