პროექტის ხელმძღვანელია ფილოლოგიის
დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ლელა მირცხულავა. პროექტის
კოორდინატორი და მკვლევარია
ფილოლოგიის დოქტორი ლელა გიგლემიანი (თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი),
ხოლო მკვლევარი - ფილოლოგიის
დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ნინო მაშია.
პროექტის ფარგლებში მეცნიერთა
ჯგუფი, დამხმარე პერსონალთან
ერთად, ინოვაციური და ტრანსდისციპლინარული მიდგომით იმუშავებს,
რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ციფრული ჰუმანიტარიის
განვითარების მიმართულებით. პროექტი მიზნად ისახავს ტრადიციული
ფილოლოგიური მეთოდების თანამედროვე
ციფრულ და ალგორითმულ
კვლევით გარემოში ინტეგრაციას.
კვლევითი მიდგომა აერთიანებს
ენათმეცნიერებას, კორპუსლინგვისტიკას, ხელოვნურ ინტელექტსა
და ციფრულ ჰუმანიტარიას.
განხორციელების შემდეგ, გამარჯვებული
პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს
ქართველოლოგიის ხილვადობას საერთაშორისო
აკადემიურ სივრცეში. ხელს შეუწყობს ქართული ენობრივი
და კულტურული მემკვიდრეობის
წარმოჩენას საერთაშორისო საზოგადოებისთვის ახალ, ინოვაციურ ფორმატში, ახალი კვლევითი მიმართულებების განვითარებას,
ქართველოლოგიის აქტიურ ინტეგრაციას
საერთაშორისო სივრცეში და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი
კვლევითი რესურსების შექმნას.
