სიახლეები

„გეფა“-მ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

2022 წლის 9 დეკემბერს შედგა შეხვედრა კორპორაცია „გეფა“-სა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის ფარგლებში, კორპორაციის წარმომადგენლებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის  სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიაში მიმდინარე და დაგეგმილ ვაკანსიებზე და შესთავაზეს მათთან დასაქმება სხვადასხვა პოზიციაზე.

კორპორაცია „გეფა“-სა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2017 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებას და პროფესიულ პრაქტიკას.  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულების და სტუდენტების დიდი ნაწილი დასაქმებულია კორპორაცია „გეფა“-ში.


ფოტო გალერეა