სიახლეები

„ინოვაციური იდეების ცენტრი“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის

2020 წლის 16 დეკემბერს ბულგარეთის საელჩოში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა დესისლავა ივანოვამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის მიერ წარდგენილი და ბულგარეთის საელჩოს მიერ მიერ დაფინანსებული პროექტ ინოვაციური იდეების ცენტრისგანხორციელების თაობაზე. ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია. 

პროექტის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას სივრცე, სადაც მათთვის ჩატარდება ტრენინგები, ვორქშოფები. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე და გახადონ ისინი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ინოვაციური იდეების ცენტრი“ აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით.

ამ იდეის გამარჯვება ბულგარეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხელს შეუწყობს ქართულ-ბულგარული ურთიერთობების გაღრმავებას, ბულგარეთის ჩართულობას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში და ბულგარეთთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავშირების გაძლიერებას.

ფოტო გალერეა