სიახლეები

„მშვიდობის ქართული პარადიგმის“ შესახებ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისაუბრეს

2023 წლის 12 დეკემბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ შალვა კირთაძის პირადი მიწვევითა და ინიციატივით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ადგილობრივი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე თავისი გახმაურებული მონოგრაფიამშვიდობის ქართული პარადიგმაწარადგინა.

სტუმრებს მიესალმა აწსუ- რექტორი, რომელმაც აუდიტორიას გააცნო პროფესორ . ხონელიძის ბიოგრაფია და სახელმწიფოს წინაშე, განსაკუთრებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით, მისი დამსახურებები.

მშვიდობის ქართული პარადიგმისავტორმა ისაუბრა ამ მონოგრაფიის შექმნის ისტორიაზე. ყურადღება გამახვილდა საუნივერსიტეტო დიპლომატიის, როგორც საერთაშორისო მიმართულების ახალი სახეობის, ნიუანსებსა და იმ სიახლეებზე, რომლებსაც ის ტრადიციულ დიპლომატიას სთავაზობს.

აღინიშნა, რომ ამ იდეის საფუძველზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მალე კიდევ უფრო გაფართოვდება. ამასთან ერთად, მონოგრაფია უკვე შეტანილია როგორც საქართველოს, ისერიგი ევროპული უმაღლესი სასწავლებლების სილაბუსებში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.

ფოტო გალერეა