სიახლეები

„მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“- არჩევითი კურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰანოვერის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს DAAD SDG ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტს „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინაში“. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია ქართველ კურსდამთავრებულებს საშუალება მისცეს, წარმატებით ჩააბარონ ცნობილ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებზე.

პროექტი ითვალისწინებს სსუ-ის ბიოლოგიის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ქიმიის, ფარმაციისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალობების სასწავლო კურიკულუმებში არჩევითი კურსის ჩართვას, რომელიც მოამზადებს სტუდენტებს შემდგომი ინდივიდუალური კვლევითი პროექტებისთვის. კურსზე რეგისტრირებულ სტუდენტთა შორის აირჩევა ყველაზე პერსპექტიული კანდიდატები, რომლებიც შეძლებენ: 1) ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში ყოველწლიურ LISA საზაფხულო აკადემიაში მონაწილეობასა და 2) 6-თვიანი ინდივიდუალური კვლევის პროექტის განხორციელებას სსუ-ში.

არჩევით კურსზე „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“ დარეგისტრირება შეეძლებათ ბიოლოგიის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ქიმიის, ფარმაციისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალობების სამაგისტრო და განსაკუთრებულ შემთხვევებში საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს. კურსზე დარეგისტრირებული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან.

რეგისტრაციისათვის საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და დაწეროთ სამოტივაციო წერილი (იხილეთ თანდართული ფაილები); და 2024 წლის 20 თებერვლამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mpochkhua@gmail.com

ფოტო გალერეა