სიახლეები

„ქიმია ახალი გამოწვევების წინაშე“ – სტუდენტთა ონლაინკონფერენცია

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოების წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით.

2021 წლის 20 იანვარს გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტთა ონლაინკონფერენცია - „ქიმია ახალი გამოწვევების წინაშე“, რომელიც გახსნა კონფერენციის ორგანიზატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მინედა ჭანტურიამ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია და ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ფაჩულია.

აღსანიშნავია, რომ ქიმიის მიმართულებაზე ყოველწლიურად ტარდება სტუდენტური კონფერენცია, თუმცა პანდემიის რეჟიმში პირველად ჩატარდა მსგავსი ღონისძიება. სტუდენტური კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, რაც ხელს უწყობს სტუდენტების სამეცნიერო ნიჭის აღმოჩენასა და საკადრო პოტენციალის განვითარებას. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს - გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება.

ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზურაბ ფაჩულიამ აღნიშნა, რომ ქიმიის მიმართულების ისტორიაში ეს არის პირველი სტუდენტთა დისტანციური კონფერენცია, რომლის ორგანიზება იტვირთა ქალბატონმა მინედა ჭანტურიამ. ზურაბ ფაჩულიამ გამოხატა მადლიერება ქალბატონი მინედას, აკადემიური პერსონალისა და განსაკუთრებით სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გამოიჩინეს კონფერენციის გამართვის ინიციატივა ასეთ რთულ ვითარებაში. მისასალმებელია, რომ, ქიმიის მიმართულების სტუდენტების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის სხვა მიმართულების სტუდენტებიც. კონფერენციის პროგრამა მიუთითებს ქიმიის სხვადასხვა აქტუალური საკითხის მნიშვნელობასა და სტუდენტთა დაინტერესებაზე მათი ფართო საზოგადოების წინაშე წარმოჩენისათვის. ზურაბ ფაჩულიამ უსურვა კონფერენციას წარმატებები და სტუდენტებს მაღალი აკადემიური მოსწრება საგამოცდო სესიაზე.

ფაკულტეტის დეკანმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საგანმანათლებლო სექტორი მსოფლიო პანდემიის პირობებში. მან აღნიშნა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უნივერსიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობას, მათი პროფესიული განვითარებისთვის ნიადაგის შექმნას. ისაუბრა კონფერენციის მიზანზე, როგორც ახალგაზრდებისათვის საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვისა და მათთვის ასპარეზის შექმნის ერთ-ერთ მცდელობაზე.

სხდომაზე წაიკითხეს 17 მოხსენება. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარდგნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები: არონია კესო,  გაბუნია მარი, კობახიძე მარიამ, ლობჯანიძე ქრისტინე, თოფურია მანონი,  ჩიფჩიური თამუნა, კოპაძე მარიამ, ხეცურიანი მარიამ, დვალიშვილი მაგდა, ივანიძე გვანცა, პაქსაშვილი ელენე, ამირაშვილი ნინო, ირემაშვილი დარეჯან, ინასარიძე მადონა, მიქაბერიძე სოფიო.

მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს სტუდენტთა აქტიურობა და ჩართულობა მსგავს კონფერენციებში და უსურვეს მათ შემდგომი წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში. დასასრულ, კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

 

ფოტო გალერეა