საიტი ამჟამად განახლების პროცესშია. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის.

სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო პროექტების დისემინაციისადმი მიძღვნილი  ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა


 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეათედ უმასპინძლა საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების დისემინაციისა და გა­ნა­თ­ლე­ბის თანამედროვე პარადიგმებისადმი მი­ძ­ღ­ვ­ნილ ეროვნულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. 2026 წლის 10 ივლისს კონფე­რე­ნ­ცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა, რომელმაც საე­რ­თა­შორისო პროექტების განხორციელებისა და  დისემინაციის პრობლემებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების მნიშვ­ნე­ლობას უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარებისა და საგა-ნმა­ნათლებლო პროგრამების სრულყოფის საქმეში.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ; სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ლია ახალაძემ; რექტორის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ; საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ტურავამ; განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ შინჯიაშვილმა; პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა და სხვებმა.

საერთაშორისო პროექტების დისემინაციისა და განათლების თანამედროვე პარა­დიგმებისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციას ინტერდისციპლინარული ხასიათი ჰქონდა. მომხსენებლებმა ისაუბრეს სა­მ­შვიდობო განათლების თეორიებისა და კონცეფციების, კონფლიქტის შემდგომი მშვი­დო­ბის მშენებლობის პერსპექტივების,  სამშვიდობო განათლების გლობალური პერ­ს­პე­ქ­ტივების, მედიაწიგნიერების, მედიაში სამშვიდობო განათლების თანამედროვე დი­ს­კუ­რსის,  სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების,  განათლების პო­ლი­ტი­კის,  განათლების ისტორიის, განათლების ფსი­ქო­ლო­გის, ადრეული სკო­ლა­მ­დელი  გა­ნა­თლების, ინკლუზიური განათლების, საგნობრივი მეთო­დიკების სწავლების სხვა­და­სხვა პრობლემებზე.  

ონფერენციის მუშაობაში (პირისპირ და ონლაინ) მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პე­რ­სონალი, პრო­ფესორები, განათლების მიმართულების მკვ­ლე­ვ­რები და  მასწავლებლები, რომ­ლე­ბიც წარმოადგენდენ სოხუ­მის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ივანე ჯავა­ხი­შ­ვი­ლის სახე­ლო­ბის თბი­ლისის სა­ხე­ლმწიფო უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნი­ვე­­­რ­სი­ტეტს,  ბათუმის შო­თა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბრაშოვის ტრა­ნსი­ლ­ვანიის უნივერსიტეტს (რუმინეთი), სამცხე -ჯა­ვა­ხე­თის სახელმწიფო უნივე­რ­სი­ტეტს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამ­ხა­ტ­ვრო აკად­ე­მიას, საქა­რ­თ­ველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, საქართველოს სპო­რ­ტის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტს, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქარ­თველოს საე­­რ­თა­შო­რისო უნი­ვე­რ­სიტეტს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცე­ნტრს, თბი­ლი­სის 103 -ე სა­ჯარო სკოლას, თბილისის 26-ე საჯარო სკოლას, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნოღის საჯარო სკოლას, იტა­ლი­უ­რ სკოლა „ცისკარს“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავ­შა­ნი­ა­ნის საჯარო სკოლას.

კონფერენციაზე მუშაობდა ოთხი დარგობრივი სექცია: საერთაშორისო პროექტები საუნივერსიტეტო განათლებაში (10 მოხსენება), ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პრო­ცე­სში (8 მოხსენება), გა­ნა­თ­ლების მეცნიერებების (13 მოხსენება), დარგის სწავლების მეთოდიკის (8 მოხსენება) სექციები, რომლებზეც წარმოდგენილი იყო საგანმანა­თ­ლებ­ლო სფეროს აქტუალური თემები: მედიაწიგნი­ე­რე­ბის, სამშვიდობო სწავლების, სამშვ­ი­დობო განათლების თეორიებისა და კონცეფციების, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პრო­ცესში გამოყენების,  ადრეული სკოლამდელი განათლების, განათლების პო­ლი­ტი­კის, სხვადასხვა დარგების სწავლების მეთოდიკის პრობლემები.  სესიებმა სხვადასხვა ინ­სტიტუციებს შორის უზრუნველყო თანა­მე­დ­როვე სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განხო­რ­ცი­ელებული პროექტების დისემინაცია, აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტთა ჩართულობა სამეცნიერო დიალოგსა და დისკუსიებში.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს სამეცნიერო კვლევებისა და გა­ნ­ვი­თა­რების დეპარ­ტა­მე­ნტის წარმომადგენლებმა და სესიების  ხელმძღვანელებმა, რეკომენ­დი­რე­ბუ­ლი სა­მე­ც­ნი­ერო - პრაქტიკული ხასიათის მოხსენებები რეცენზირების შემდეგ გამოქ­ვე­ყ­ნდება სო­ხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში.  


ფოტო გალერეა