საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი:
სადოქტორო პროგრამა: მიკრობიოლოგია
აკრედიტირებულია: 31.12.2027-მდე
მისაღები კონტინგენტი: 3
წლიური გადასახადი: 3000 ლარი
სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B-2 დონეზე (ტესტის ნიმუში. იხ. აქ);
კვლევის/შემოქმედებითი კვლევის თეზისი/პროექტი (შესაბამის სფეროში); პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა; ან/და უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს დარგობრივი კომისია, რომელთანაც შედგება კონკურსანტის გასაუბრება.
დოქტორანტურაში სწავლის მსურველმა კონკურსანტმა განცხადებით უნდა მიმართოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს (დანართი1) და წარმოადგინოს ქვემოთ მითითებული დოკუმენტაცია სსუ-ს პირველ კორპუსში მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204:
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2) მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (სსუ-ს კურსდამთავრებულთათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2026 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე დიპლომის გაცემის ბრძანების მითითებით)
3) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (გაიცემა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ: ალექსიძის ქ. №1)
4) უცხო ენის ცოდნის (B-2 დონეზე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინგლისური ენა - CEFR B2 IELTS exam – 5 BEC exam and CELS exam – Vantage Cambridge exam – FCE Pitman ESOL Intermediate TOEIC – 541 TOEFL – 500 (paper-based) 173 (computer-based) 61 (internet-based), სერტუსი;
5) ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
6) კვლევის/შემოქმედებითი კვლევის თეზისი/პროექტი (შესაბამის სფეროში);
7) პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა; ან/და ცნობა შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილების შესახებ;
8) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
9) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
10) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს პროგრამა.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების ვადებად განისაზღვროს:
საბუთების მიღება - 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით (10.00 საათიდან 17.00 საათამდე); სსუ-ს პირველი კორპუსი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №205;
გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან - 3 აგვისტოს 11.00 საათი, შესაბამის ფაკულტეტზე;
გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 15.00 საათისა;
გამოცდა ინგლისურ ენაში - 4 აგვისტოს 11.00 საათზე (სსუ-ს საგამოცდო ცენტრი; მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26);
გამოცდის შედეგები - 4 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 17.00 საათისა;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 აგვისტოს 10.00 საათიდან - 15.00 საათამდე (სსუ-ს კანცელარია, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №205;
სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა - 5 აგვისტოს 15.00 საათიდან 17.00 საათამდე, მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204;
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 5 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 19.00 საათისა.
კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 6 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ გადახდას. თანხის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289). კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი) სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204) ან გადმოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tpmd@sou.edu.ge
დოქტორანტურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2026 წლის 11 აგვისტოსი.
გისურვებთ წარმატებებს!