2022 წლის 5 აგვისტოს „გამოყენებითი გეოგრაფიის“ სამაგისტრო პროგრამას 7-წლიანი სრული აკრედიტაცია მიენიჭა.
ვულოცავთ ამ მორიგ წარმატებას ჩვენს უნივერსიტეტს, საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი პროგრამის ხელმძღვანელებს: პროფესორ მელორ ალფენიძეს, ასოცირებულ
პროფესორ კობა კორსანტიას და გეოგრაფიის მიმართულების ყველა პედაგოგს.