გამოაცხადდა მიღება კორეის ევჰას ქალთა უნივერსიტეტში Ewha Womans University 2018 წლის გაზაფხულის სემესტრის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

კორეის ევჰას ქალთა უნივერსიტეტმა (Ewha Womans University) გამოაცხადა მიღება 2018 წლის გაზაფხულის სემესტრის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვის, სწავლის საფასურის, სტიპენდიის გამოყოფისა და კამპუსში სტუდენტის განთავსების საკითხი წყდება ინდივიდუალურად, არჩეული პროგრამის შესაბამისად.

განცხადების წარდგენის ვადაა მიმდინარე წლის 4-29 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამებთან დაკავშირებით შესაძლებელია იხილოთ ბმულზე: http://enter.ewha.ac.kr/enter/doc/international/form.asp