კონკურსანტებს შევახსენებთ, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 16 - 24 სექტემბერი, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ გადახდას (1125 ლარი). თანხის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289).
სავალდებულოა, რომ კონკურსანტმა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი) სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204) ან გადმოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tpmd@sou.edu.ge
მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 28 სექტემბრისა.