სამეცნიერო - აკადემიური კონფერენცია „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, განათლება, პოლიტიკა, კულტურის ძეგლები“


  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი  2022 წლის   8-9 დეკემბერს  გიწვევთ სამეცნიერო-აკადემიურ კონ­ფე­რე­ნციაზე, აფ­ხაზეთის კულ­ტუ­რული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, განათლება, პოლიტიკა, კულტურის ძეგლები, რომელიც მეორედ ჩატარდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე. კონფერენცია ეძღვნება ცნობილი ქართ­ვე­ლი ისტორიკოსის აკადემიკოს მარიამ ლო­­­ქი­ფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.

კონფერენციის მიზანია აფხაზეთის კულტურულ ფასულობების კვლევებით დაინ­ტე­რე­სებული  ისტორიის, ლი­ტე­რა­ტუ­რის, ენის, განათლებისა და კულტურის, პოლიტიკის, ასევე საქართველოს მეორე ოკუ­პი­რებული რეგიონის შიდა ქართლის მთიანეთის (ცხინვალის, ახალგორისა და ჯავის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტები) მკვლევართა  შორის სამეცნიერო კომუნიკაცია, სიახლეებისა და არსებული მდგო­მა­რე­ობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა. აფხაზეთის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთ­ში არსებული კვლევები მნიშვნელოვან მასალას იძლევა სამეცნიერო გან­ზო­გა­დე­ბი­სა­­ვის და კონფერენციამ ხელი უნდა შეუწ­ყოს სამეცნიერო დისკუსიას, რომელიც სასარგებლო იქნება აღნიშნული მიმართულებით არსებული თანამედროვე გამოწვევების ანალიზისთვის.

 

კონფერენცია იმუშავებს შერეული ფორმატით. პირველი დღე დაეთმობა  გახსნას, მისალმებას, მთავარ მომ­­სე­ნებლს და  პლენარული სხდომის მონაწილეებს (პირისპირ ფორმატით), ხოლო  მეორე დღეს იმუშავებს თემატური სექციები (ონლაინ ფორმატით).

კონფერენციის თემატიკა:

v  მარიამ ლორთქიფანიძე: სამეცნიერო მემკვიდრეობა და  მოღვაწეობა; აფხაზეთი და შიდა ქართლის მთიანეთის პრობლემები მარიამ ლორთქიფანიძის სამეცნიერო კვლევებსა და მოღვაწეობაში;

v   აფხაზური ენა, ქართული ენა, ქართულ-აფხაზური ენობრივი პარალელები;

v  ქართული ლიტერატურა, აფხაზური ლიტერატურა, ქართულ-აფხაზური ლიტე­რა­ტუ­რული ურთიერთობები;

v   აფხაზეთის ისტორია და  ეთნოგრაფია;

v  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების (აფხაზეთი, შიდა ქართლის მთიანე­თიცხი­­ვა­ლის, ახლაგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტები) კულტურული მემკვიდრეობა: კვლევა, დაცვა, პოპულარიზაცია);

v  განათლება საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში (აფხაზეთი, შიდა ქართლის მთია­ნეთი/-ცხინვალის, ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტები);

v  აფხაზეთისა და შიდა ქართლის მთიანეთის (ცხინვალის, ახალგორისა და ჯავის მუნი­ცი­პა­ლიტეტები)  პრობლემები (სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო მხარდა­ჭე­რა, გა­და­ჭრის გზები და ..

v  ინტერდისციპლინარული კვლევები;

 

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი:

პირისპირ- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ონლაინ- Zoom-ის პლატფორმაზე;

 

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, სურვილის შემთხვევაში აფხაზური;   

მოხსენების ფორმა: ზეპირი მოხსენება, პრეზენტაცია.

რეგისტრაციის ფორმა: თეზისების გამოგზავნა ელექტრონული სახით (ქართულ და ინგლისურ ენებზე აუცილებლად,  ასევე შესაძლებელია  ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე).

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

ü  რეგისტრაცია  და თეზისების გაგზავნა: 6 ოქტომბრიდან   27  ნოემბრის ჩათვლითმიღებული თეზისების რეცენზირება - 30  ნოემბრამდე.

ü  ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ 2022  წლის 2  დეკემბრის  ჩათვლით;

ü  კონფერენციის მუსაობის დღეები: 8 დეკემბერი, 12 საათია გახსნა, სექციების მუსაობა პირისპირ; 9 დეკემბერი სექციების მუშაობა ონლაინ Zoom- ის პლატფორმაზე.

ü  პრეზენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის ვადა - 2022 წლის 7 დეკემბერი;

ü  მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა 2022 წლის 20  დეკემბერი;

თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ქართული Sylfaen-ის ფონტში (ზომა -12, ინტერვალი 1, 15);  არაუმეტეს 250 სიტყვი­სა);  ინგლისური თარგმანი არანაკლებC1 (Advanced/მაღალი) დონისა, რომელიც აკრე­ფი­ლი უნდა იყოს Times New Roman -ის ფონტში.

 თეზისები  ქართულ და ინგლისურ ენებზე (სურვილის შემთხვევაში აფხაზურ ენაზეც) უნდა შეიცავდეს:

-        სახლი, გვარი, ინსტიტუცია, აკადემიური ხარისხი, აკადემიური თა­ნა­მ­დე­ბობა (Phd და MA სტუდენტებისთვის სავალდებულოა პროგრამის მითითება, სამე­ც­ნი­ე­რო ხელმძღვანელის თანხმობა).

-        ნაშრომის სათაური

-        კვლევის მიზანი და აქტუალობა:

-        კვლევის მეთოდი:

-        ნაშრომის მეცნიერული  სიახლე, ან პრაქტიკული მნიშვნელობა:

-        საკვანძო სიტყვები ( 5-6 სიტყვა).

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა:

 scientific@sou.edu.ge ; 

liaahaladze@sou.edu.ge

 ტელეფონი: (+995) 577 17 07 23  

 

 

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური

კონფერენციის საორგანიზაციო საბჭო