დოქტორანტ შორენა ჯიშკარიანის დისერტაციის დაცვა

2022 წლის 21 დეკემბერს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი შორენა ჯიშკარიანი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: მოდერნისტული შტუდიები XX საუკუნის პირველი ოცწლეულის ლიტერატურულ ცხოვრებაში (ალექსანდრე (სანდრო) შანშიაშვილი, ალექსანდრე აბაშელი, გრიგოლ ცეცხლაძე)“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარინე ტურავა – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ექსპერტები: გიორგი ხორბალაძე ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ნინო ვახანია – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ოფიციალური რეცენზენტები: მაია ჯალიაშვილი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ნანა კუცია ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი