გამოცხადდა რეგისტრაცია, 2017-2018 სასწავლო წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდა რეგისტრაცია, 2017-2018 სასწავლო წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის შემდეგ პროგრამებზე

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2017 წლის 4 ოქტომბრიდან, 15 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 
მის: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61, ოთახი №209

კონკურსანტი ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• პირადობის მოწმობა (ასლი);
• ატესტატის ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მინიმუმ 9 კლასის ატესტატი);
• ორი ფოტოსურათი;
• დევნილის მოწმობა (იძულებით გადაადგილებულ პირთათვის)
• განცხადება

იხ. ბრძანება: № 15/01-08-0070