სამაგისტრო პროგრამა „კულტურათაშორისი კომუნიკაციების“ მაგისტრანტების წარმატებული დაცვა

2016 წლის 22 ივლისს სამაგისტრო პროგრამაზე „კულტურათაშორისი კომუნიკაციები" (ხელმძღვანელი - პროფესორი ინდირა ძაგანია) შედგა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. დაცვაზე წარმოდგენილი იყო თამარ მაზმიშვილის ნაშრომი „კულტურათაშორისი ურთიერთობები როგორც დიალოგის ენა" (ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ი. ძაგანია, რეცენზენტები - ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე, სოციალური მეცნიერებების დოქტორი ბ. კოპალიანი და პროფესორი მ. კაჭარავა), თამარ შამათავას ნაშრომი „აფხაზეთის კულტურული ძეგლების მნიშვნელობა კულტურათაშორის კომუნიკაციებში" (ხელმძღვანელები - პროფესორი ი. ძაგანია, პროფესორი ლ. ახალაძე; რეცენზენტები - თსუ-ის პროფესორი, კულტურათა დიალოგის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი რ. გუჯეჯიანი და პროფესორი ნ. ბერულავა), სოფიკო ტივაძის ნაშრომი „სოციალური ქსელების როლი კომუნიკაციის პროცესში" (ხელმძღვანელი - პროფ. ი. ძაგანია, რეცენზენტები - ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჟ. ვარძელაშვილი და ფილოლოგიის დოქტორი ი. ზაქარაია), ელენე ჩაფიძის ნაშრომი „ადამიანური რესურსების მართვა და კომუნიკაცია" (ხელმძღვანელები - პროფესორი ი. ძაგანია, პროფესორი რ. გალდავა; რეცენზენტები - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ო. პეტრიაშვილი და შსს აკადემიის პროფესორი დ. რაზმაძე).

სამაგისტრო ნაშრომებს მაღალი შეფასება მისცეს ხელძღვანელებმა, რეცენზენტებმა, კომისიის წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა. თსუ-ის პროფესორმა მარინე ალექსიძემ ხაზი გაუსვა წარმოდგენილი ნაშრომების აკადემიურობას, თემების აქტუალობას. მაგისტრანტებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს. კომისიის გადაწვეტილებით, თამარ მაზმიშვილს, თამარ შამათავას, სოფიკო ტივაძეს, ელენე ჩაფიძეს მიენიჭათ კულტურის კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.