ქ. ჰააგა ჩემპიონატი საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესში

2016 წლის 21 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში, საერთაშორისო სამართლებრივი სწავლების გროტიუსის ცენტრის ორგანიზებითა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, აგრესიის პრევენციის საერთაშორისო ინსტიტუტის, ქ. ჰააგაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოებისა და ლუქსენბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა ჩემპიონატი საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესში, რომელშიც მსოფლიოს 45 ქვეყანიდან 60 უნივერსიტეტს შორის წაარმოდგენილ იქნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ვეფხვია გვარამიას ხელმძღვანელობით, შემდეგი შემადგენლობით:

დავთ დოლბაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი;
მარიამი წივწივაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი;
თამთა როყვა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი.
ჩვენი უნივერსიტეტის გუნდი გამოვიდა საერთაშორისო სისხლის სამართლის ექვს იმიტირებულ პროცესზე, ანუ თითოეული სტუდენტი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამრთლოს მოსამართლეების და მონაწილე მხარეების წინაშე წარსდგა ორჯერ ინგლისურ ენაზე, უპასუხა მოსამართლეთა მიერ დასმულ ურთულეს პროფესიულ შეკითხვებს და მიიღო მაღალი შეფასებები. მოსაამართლეებმა ხაზი გაუსვეს ჩვენი სტუდენტების სათანადო ცოდნასა და კარგ მომზადებას. გუნდის მწვრთნელს პროფესორ ვეფხვია გვარამიას და გუნდის წევრ სტუდენტებს დავთ დოლბაძეს, მარიამი წივწივაძეს და თამთა როყვას საერთაოშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, გროტიუსის ცენტრისა და ლაიდენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატები გადაეცათ.

ჰააგაში გამართულ საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს 1 ქვეყნიდან 2 უნივერსიტეტის გუნდს. ორ გუნდზე მეტის დარეგისტრირების შემთხვევაში ტარდება შიდა ჩემპიონაატი და აირჩევა საუკეთესო ორი გუნდი. იმისათვის, რომ აღნიშნულ ჩემპიონატში მონწილეობის უფლება მიეღო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ჰქონოდა შესაძლებლობა წარმოდგენილიყო მსოფლიოს 45 ქვეყნიდან საუკეთესო 60 უნივერსიტეტს შორის, საჭირო იყო შემდეგ ეტაპზე გადმოგზავნილ ინგლისურენოვანი საერთაშორისო სისხლის სამართლის კაზუსზე, სახელმწიფოს წარმომადგენლის, პროკურორისა და დაზარალებულთა წარმომადგენლის ანუ სამი საკმაოდ ვრცელი და სათანადოდ დასაბუთებული მემორიალის ინგლისურ ენაზე მომზადება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, ხელმძღვანელის მიერ 6 თვის მანძილზე დამატებით ჩატარებული ლექცია-კონსულტაციების ფარგლებში მოამზადა აღნიშნული მემორიალები, რომლებიც გადაგზავნილ იქნა შესაფასებლად და საერთაშორისო სისხლის სამართლის სპეციალისტბის მიერ შეფასებულ იქნა საკმაოდ მაღალი ქულებით. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ქ. ჰააგაში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება და მიეცა შესაძლებლობა სათანადოდ წარმოეჩინა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათ შორის ქართული იურიდიული სკოლა. მოსამართლეთა მიერ გაკეთებული კარგი შეფასებები მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისათვისაც. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს ის, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები დაუმეგობრდნენ მსოფლიოდან მონაწილე გუნდის წევრებს, მათ შორის მიმდინარეობდა აზრთა-გაცვლა აქტუალურ სამართლებრივ თემებზე, მსგავს პროექტებში პროფესორების და სტუდენტების მონაწილეობა ხელს უწყობს პროგრამის ინტერნაციონალიზაციის პროცესს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იმიტირებულ პროცესში (შეჯიბრში) მონაწილეობის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგელობით საბჭოს, იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს, უნივერსიტეტის და იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას.