სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ღონისძიება

სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით 15 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ფაკულტეტის დეკანებმა. გაიმართა სპეციალური შოუ პროგრამა და ქუდების აყრის საზეიმო ცერემონიალი.