სტუდენტთა სტაჟირების მეოთხე სეზონი

2016 წლის 12 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სტუდენტებსა და მაგისტრანტებს უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. სტუდენტებმა პროფესიის მიხედვით შესაბამისი კურსი უნივერსიტეტში სხვადასხვა ფაკულტეტზე გაიარეს.

სტუდენტებს სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცეს და გამოჩენილი მონდომებისთვის მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონმა ნინო თოფურიძემ, ხარისხის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა გურამ აბესაძემ.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, სტუდენტებს შემდგომ საქმიანობასა და კარიერულ ზრდაში დაეხმარება.