იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ინგლისურენოვანი პრეზენტაცია

2016 წლის 13 ივნისს, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე: „მინი სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში". პრეზენტაცია გახსნა ენების შესწავლის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ნანა ვახანიამ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ასეთი ტიპის პრეზენტაციების მნიშვნელობაზე. პრეზენტაზიის ხელმძღვანელი იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, ქალბატონი ლიანა არჩვაძე.

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ: I კურსის სტუდენტები: ბექა ცუცქირიძე და სალომე აკობია, II კურსის სტუდენტები: ქრისტინე ჩაჩუა, ქრისტინე გაბელია, სახა სადახოვა, ბადრი ფონია, ჯუმბერ მგელაძე, მარიამ დათუნაშვილი და მაკა შენგელია, III კურსიდან - ხატია ლობჟანიძე. სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე საკმაოდ კარგად წარმოადგინეს მინი სასამართლო პროცესი, რისთვისაც ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხია გვარამიამ ხელმძღვანელსაც და სტუდენტებაც დიდი მადლობა გადაუხადა.

ბატონმა ვეფხიამ ისაუბრა საერთაშორისო ასპარეზზე ინგლისური ენის მნიშვნელობაზე და აქვე აღნიშნა, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესზე, სადაც 65 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენმა სტუდენტებმა: თამთა როყვამ, მარიამ წივწივაძემ და დავით დოლბაძემ თავი გამოიჩინეს და ჩვენი უნივერსიტეტის გუნდი პირველ ოცეულში შევიდა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ენების შესწავლის ცენტრის ინგლისურის მასწავლებლები: ელისო უბილავა, მანანა შელია და ნინო ლომია და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - ლალი გაბისონია.