სსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის იურიდიულმა კლინიკამ თბილისში არსებულ აფხაზეთიდან დევნილ საჯარო სკოლებში სამართლის პრაქტიკული სწავლების პროექტი განახორციელა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებს იურიდიული კლინიკა. რომელსაც ხელმძღვანელობს სამართლის დოქტორი, პროფესორი ლალი გაბისონია. იურიდიული კლინიკა ემსახურება სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მათი პროფესიონალური კუთხით დახვეწას. ამ მიზნით სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს გაფორმებული აქვს მთელი რიგი მემორანდუმებისა სახელმწიფო დაწესებულებებთან და უწყებებთან. ერთ-ერთი აქტივობა გულისხმობს სკოლებთან თანამშრომლობას : კლინიკის ბაზაზე მზადდება საინტერესო თემები სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. სტუდენტი( მაგისტრანტი) ამზადებს საჯარო ლექცია-პრეზენტაციას, გამოიმუშავებს ლექციის წაკითხვის, პრეზენტაციის და აუდიტორიის მართვის უნარს.

კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს საჯარო სკოლებთან. კარგი ტრადიცია დამკვიდრდა. კლინიკის ბაზაზე მომზადებული საკუთესო სტუდენტები სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის ატარებენ ლექციებს, რაც ხელს უწყობს ასევე მოსწავლეთა ზოგადი და სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას, მათ დაინტერესებას ქვეყანაში არსებული სამართლებრივი სიახლეებისა თუ პრობლემების მიმართ.

პირველ ეტაპზე გასვლითი ლექციები ჩატარდა თბილისის საჯარო სკოლებში, შემდეგ მოხდა აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის ოფიციალური პრეზენტაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბზში, ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესრუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები. მას შესაბამისი რეზონანსი მოჰყვა, გაშუქდა პრესითა და ტელევიზიით, სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს სამართლის აქტუალური პრობლემებისადმი, დაისვა საინტერესო კითხვები, გაეცა შესაბამისი არგუმენტირებული პასუხები, გაიმართა დისკუსია. იურიდიულიმა კლინიკამ 2016 წლის პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს, აფხაზეთის #2 საჯარო სკოლის და ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის # 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამართლის პრაქტიკული სწავლების პროექტი განახორციელა, სამართლის აქტუალურ საკითხებზე: "გენოციდი", მომხსენებელი მარიამ წივწივაძე, ლორენა მეძმარიაშვილი; "ოჯახური ძალადობა", მომხსენებელი შორენა ცინცაძე, ირაკლი ხურციძე; " ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში", მომხსნებელი დავით დოლბაძე, გიორგი პეტრიაშვილი; "დისკრიმინაცია შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში", მომხსენებელი ანა ფარცვანია; "არჩევნები. კენჭისყრის დღე", მომხსენებელი ნათია ნიქაბაძე; "არასრულწლოვანთა სამართლებრივი მდგომარეობა", მომხსენებელი თამარ ღაძაძე; "იარაღი და კანონი", მომხსენებელი ვიქტორ კვიტატიანი".

ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აღნიშნულ პროცესში აქტიურიურად იყო ჩართული გნათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების უფროსის მოადგილე ქალბატონი მედიკო კვარაცხელია.

ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ლექციბმა მიიღო მაღალი შეფასება სკოლის დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივისაგან, ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს კლინიკის მიერ წარმოდგენილი თემების მიმართ და გამოითქვა სურვილი მომავალშიც ჩატარდეს თემატიკის შერჩევით ჯგუფების შექმნა და კლინიკის მაგისტრანტები იმუშავებენ სპეციალიზირებულ ჯგუფებთან, სკოლების მიერ შემოთავაზებული თემების ირგვლივ.

იურიდიული კლინიკის საქმიანობა ნაყოფიერი და წარმატებული გამოდგა და შემდგომში უფრო ნაყოფიერ საქმიანობას გეგმავს. კლინიკის მუშაობას კოორდინაციას უწევს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ვეფხვია გვარამია, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს კლინიკის გამართულ მუშაობას. კლინიკის წლევანდელ მაგისტრანტთა ნაკადის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ასისტენტ პროფესორმა ლაშა გელანტიამ, რომელიც ასრულებდა მენტორის ფუნქციას.