მსოფლიო კრიმინოლოგთა საზოგადოების მე-18 კონგრესი

ინდოეთის ქ. დელიში ა/წლის 15-19 დეკემბერს გაიმართა მსოფლიო კრიმინოლოგთა საზოგადოების მე-18 კონგრესი. მსოფლიო კრიმინოლოგთა საზოგადოების კონგრესი ტარდება 5 წელიწადში ერთჯერ. თუმცა ბოლო პერიოდში ის იმართება ყოველ სამ წელიწადში ერთჯერ სხვადასხვა ქვეყანაში. ასე, მაგალითად, მსოფლიო კრიმინოლოგთა საზოგადოების მე-17 კონგრესი ჩატარდა მექსიკაში, მე -16 კონგრესი იაპონიაში და ა. შ.

მე-18 კონგრესის მასპინძელი ქვეყანა იყო ინდოეთი, სადაც პირველად გაიმართა ასეთი მასშტაბის ღონისძიება.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 750-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.

საქართველოდან კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე. მას ჰქონდა ორი მოხსენება 37-ე და 41-ე სესიაზე. 37-ე სესიაზე ე.ფუტკარაძის თემა იყო ,,კრიმინოლოგიის სწავლების საკითხი საქართველოში", ხოლო 41-ე სესიაზე - ,, ქალები და ბავშვები როგორც დანაშაულის მსხვერპლი".

კონგრესის მომხსენებლებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.