საგაზაფხულო სკოლა 2025 „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში“ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 30 აპრილს გაიხსნა საგაზაფხულო  სკოლა“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობათა კონტექსტში” ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ERASMUS+პროგრამის მიერ  (101083295-CSREU-ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH- SCH). საგაზაფხულო  სკოლა 2025 გახსნა ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ; ღონისძიებას ესწრებოდნენ და მონაწილეებს მიესალმნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია, სსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ინდირა ძაგანია.

საგაზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ცნობიერების გაზრდას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ამ სფეროშიევროკავშირის გამოცდილების შესახებ, ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თანამედროვე ტენდენციები  და მოსალოდნელი შედეგები, ევროკავშირის ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის; გარემოსდაცვითი სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში, სოციალური მეწარმეობა და სხვ.

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები; იგი მულტიდისციპლინარულია - თემატიკა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განსხვავებული პროგრამის სტუდენტებისთვის. მონაწილეებისთვის მოწვეული იქნა როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები და დარგის აღიარებული ლიდერები (იხ. პროგრამა). საგაზაფხულო სკოლისთვის შეირჩა 150 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი; შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ღონისძიებებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად ჩართულ სტუდენტებს. 

საგაზაფხულო  სკოლა 2025, რომელიც მოიცავდა 34 სალექციო საათს (მ.შ. 8 სთ. ონლაინ და 26 სთ. ადგილზე დასწრებით), 7 დღის მანძილზე გაგრძელდა და 2025 წლის 8 მაისს დაიხურა.

საგაზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა 140 საბაკალავრო და 10 სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; მათ შორის 21 სტუდენტი (მონაწილეთა 14%) - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდან, 68 სტუდენტი (მონაწილეთა 45,3%)  ბიზნესის ადმინისტრირების  პროგრამის, 21 სტუდენტი (მონაწილეთა 19,3%) - ეკონომიკის პროგრამის  28 სტუდენტი (მონაწილეთა 18,7% %) - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, 9 სტუდენტი (მონაწილეთა 6%) - სამართლისა და დიპლომატიის, 2 სტუდენტი - განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან; მონაწილე სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 28,7%  (43 სტუდენტი) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეა.

        სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ლარისა თაკალანძე, პროექტის თანაორგანიზატორი, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით ზაქარაია. დაჯილდოების წინ, რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ევროკავშირის როლზე, განათლებისა და საკუთრივ, ჟან მონეს მოდულის და სხვა აქტივობების მნიშვნელობაზე, ასევე, ზოგადად, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე და სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. რექტორმა წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს სწავლაში და სამომავლო საქმიანობაში.        

        ღონისძიების დახურვისას მონაწილე სტუდენტებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გააჟღერეს.

        იხ. პრეზენტაციები:

       ლარისა თაკალანძე

        ემირ ეთერია

        ნინა დიდენკო 1

        ნინა დიდენკო 2

        ჟანეტა სიმანავიჩაინე

        ეკა ქარდავა (ნაწ. 1) 

        ეკა ქარდავა (ნაწ. 2)

        ეკა ქარდავა (ნაწ. 3)

        ეკა ქარდავა (ნაწ. 4)

        ეკა ქარდავა (ნაწ. 5)

        ხატია ბასილაშვილი

        ხათუნა ჩიკვილაძე 1

       ხათუნა ჩიკვილაძე 2